logo_geo
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა
- +

3 ნოემბერი. 2022. 13:42

 

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მამა გიორგი მამალაძის სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამწლიანი განხილვის შემდეგ დააკმაყოფილა.

 

დადგინდა, რომ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვების დროს დარღვეული იყო ევროკონვენციის ორი მუხლი - მე-6 მუხლის I ნაწილი და მე-6 მუხლის II ნაწილი, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციას გულისხმობს.

 

კონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. დაირღვა ევროკონვენციის მე-6 მუხლის I პუნქტი სასამართლო სხდომების დახურვის ნაწილში.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ დეკანოზ მამალაძეს მომდევნო სამი თვის ვადაში, 9 418 ლარი უნდა გადაუხადოს.

 

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას ბრალად პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის მკვლელობის მომზადება ედება.

 

პროკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

 

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

 

 

big_banner
არქივი