logo_geo
საფრანგეთში ქართველები დააკავეს, რომლებიც კბილის ჯაგრისებს იპარავდნენ
- +

4 ნოემბერი. 2022. 13:53

 

 

საფრანგეთში ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც სუპერმარკეტში კბილის ჯაგრისებს იპარავდნენ. ამის შესახებ„ France Bleu“ იუწყება.

 

ჩხრეკისას მათ ავტომობილში კბილის ჯაგრისების 65 შეკვრა აღმოაჩინეს. ინციდენტი ფორკალიეს ოლქში მოხდა. დაკავებულები 50 და 53 წლის არიან. პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს ადამიანები ოლორონ-სენტ-მარის ოლქში 9 სექტემბერს მომხდარ ქურდობასთანაც არიან დაკავშირებულები.

 

მედია ვარაუდობს, რომ ქურდები მოპარული ნივთების გადაგზავნას საქართველოში გეგმავდნენ. ბოლო დროს მცირე ზომის აქსესუარების, მათ შორის ჯაგრისების, და საპარსების მოპარვა საფრანგეთში ხშირად ხდება, რადგანაც მათი წაღება და სხვა ქვეყანაში გადაგზავნა საკმაოდ ადვილია.

 

 

 

big_banner
არქივი