logo_geo
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
- +

16 ნოემბერი. 2022. 19:33

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს (CoE) კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

კამპანიის მიზანია დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ - ნინო წილოსანმა, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა - მაიკე ვან კოლდამმა, ესტონეთის რესპუბლიკის ელჩმა - რიინა კალიურანდიმ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა.

ალექსანდრე დარახველიძემ ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებში სამინისტროს როლსა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საზოგადოებისთვის კანონით დადგენილი უფლებებით შეუზღუდავად სარგებლობის მიზნით პოლიციის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მნიშვნელობაზე.

ალექსანდრე დარახველიძემ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისთვის განხორციელებულ აქტივობები მიმოიხილა და ამ პროცესში ევროპის საბჭოს უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამასთანავე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სამინისტროს მიერ აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების შესახებ სამომავლო გეგმები გააცნო.

საინფორმაციო კამპანია ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში ხორციელდება.

big_banner
არქივი