logo_geo
პოლიციამ აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
- +

12 დეკემბერი. 2022. 00:50

აჭარის პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული ლ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ. პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

big_banner
არქივი