logo_geo
რატი ბრეგაძე: კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის აგრესიული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალისადმი და ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი ღირსეულად აგრძელებდა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას
- +

14 დეკემბერი. 2022. 21:40

 

 

კადრებში ჩანს [მიხეილ სააკაშვილის] აგრესიული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალისადმი და ამ ყველაფრის მიუხედავად ეს ხალხი ღირსეულად აგრძელებდა საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებას. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მთელი იმ შეურაცხყოფის კასკადის მიუხედავად, რომელიც მათ შორის გარედანაც ხორციელდებოდა. მათზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ასევე მათი მედიასაშუალებების მხრიდან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ ვრცელდებოდა არაერთი ცილისწამება და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოეხდინათ მათზე ზეგავლენა.

 

„ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებულად ვმოქმედებდით და მთელი ეს პერიოდი შემოფარგლული ვიყავით მხოლოდ მოწოდებით. მაგრამ როდესაც ოპონენტებმა ყველა წითელი ზღვარი გადალახეს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მცდარი საზოგადოებრივი აზრი შექმნან და რამე სახით, უკანონო ფორმით სასამართლოზე ზეწოლით მოაპოვებინონ ამ ადამიანს თავისუფლება... კადრებში ჩანს მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლა. მიმდინარეობს პროცესი საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და მაშინ, როდესაც უნდა ჩატარებულიყო სასამართლო, მანამდე ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობდა და როდესაც ნახეს, რომ ეს პროცესი არ შედიოდა მათ ინტერესში, დაიწყო გარკვეული ინსცენირებები და სიმულაციები იმ მიზნით, რომ რამე ფორმით ეს პროცესი არ ჩატარებულიყო. ეს არი იყო მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და ჩვენ ვუშლით მართლმსაჯულებას ხელს, როდესაც ყოველთვის გამოხატულია მზაობა?

 

გადაწყდა, რომ აღნიშნული პროცესი აღარ ტარდებოდა, აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ისევ კარგად გრძნობდა თავს. ცალსახად იყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლა. ყოველთვის ცდილობენ მსგავსი ხერხებით ხელი შეუშალონ. როდესაც არ აწყობთ, ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

big_banner
არქივი