logo_geo
რატი ბრეგაძე: ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს აჩვენოს საერთაშორისო საზოგადოებას თითქოსდა სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი
- +

14 დეკემბერი. 2022. 21:49

 

 

მოგეხსენებათ, რა პერიოდში ვიმყოფებით ახლა - მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად და კიდევ უფრო მეტს. თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და კონკრეტულად მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შoრის საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნით და არასწორი სურათების წარმოდგენით, რომ თითქოსდა სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ნამდვილად ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი ადეკვატური იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. მაქსიმალურად თავშეკავებით ვიმოქმედეთ, იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

 

big_banner
არქივი