logo_geo
სასამართლომ ალექსანდრე შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა
- +

10 იანვარი. 2023. 18:27

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ალექსანდრე შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მღებრიშვილს პატიმრობა შეუფარდა.

 

პროცესზე პოზიცია ბრალდებულმაც დააფიქსირა. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია.

 

მას ბრალი განზრახ მკვლელობის, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, იძულების, მუქარის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - ტარების ფაქტებზე აქვს წარდგენილი.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე შეყელაძე 8 იანვარს მოკლეს.

 

 

big_banner
არქივი