logo_geo
ვახტანგ გომელაური: ბოლო ათი წლის განმავლობაში სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა - პოლიციური მიმართულებები უფრო მეტად გაძლიერდა
- +

1 ივნისი. 2023. 00:15

ვახტანგ გომელაურმა ბოლო პერიოდში სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ბოლო ათი წლის განმავლობაში სამინისტროში ბევრი რამ შეიცვალა.

ბატონი პრემიერ-მინისტრი, მაშინ შს მინისტრი იყო. მისი დავალებით დავიწყეთ მუშაობა, რომ ცალკე უწყებად გამოყოფილიყო დღეს ერთ-ერთი ძლიერი სამსახური, უსაფრთხოების სამსახური, მხვდა პატივი, იქაც მემსახურა. მაშინდელი სამსახური, რასაც „კუდს“ ეძახდნენ, ცალკე გავიდა. შსს-ში დარჩა სუფთა პოლიციური მიმართულებები და პოლიციური მიმართულებები უფრო მეტად გაძლიერდა. რთულია ორი დიდი უწყება გაერთიანებულიყო. ახლაც ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. დღეს ბევრად ძლიერია უსაფრთხოების მიმართულება, უსაფრთხოების სამსახური ვიდრე იყო 2012 წლამდე, როდესაც ეს ყველაფერი ერთად იყო.

ცალკე პოლიციური სტრუქტურები უფრო მეტად გაძლიერდა, სხვადასხვა, ახალი დეპარტამენტი შეიქმნა ადამიანის უფლებების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა არასრულწლოვანებზე. ქალაქში არის ცალკე არასრულწლოვანთა ოთახი, რომელშიც არიან დატრენინგებული გამომძიებლები, რომლებიც არასრულწლოვანებთან მუშაობენ. წლები გადის და ამ რეფორმებით ჩვენ უნდა დავეწიოთ ევროპულ მიმართულებას. ახალი დანაშაული გაჩნდა კიბერუსაფრთხოების კუთხით, რომელიც 2012 წლამდე არ არსებობდა. აქედან გამომდინარე სულ სწავლებები, გადამზადებები ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კიბერდანაშაული ძალიან შემცირებულია.

„ბევრი პრევენციული ღონისძიებები, ტრენინგი ჩავატარეთ, როგორ უნდა დაიცვან თავი ამა თუ იმ საბანკო სექტორის მომხმარებელმა“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

big_banner
არქივი