logo_geo
ვახტანგ გომელაური: დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო ყველა, ვინც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა
- +

1 ივნისი. 2023. 00:21

 

 


ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული დღე კიდევ ერთხელ მიულოცა. ამ თემაზე შს მინისტრმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივულოცავ [პოლიციელებს] პროფესიულ დღეს, პოლიციელის დღეს. ძალიან ველოდებით მთელი წელი ხოლმე ყველა [ამ დღეს], მეც ასევე. პირველ რიგში ვუსურვებდი ჯანმრთელობას, ვუსურვებდი ყოველთვის უვნებლად დაბრუნებულიყვნენ საკუთარ ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან. დიდი პატივისცემით მინდა გავიხსენო ყველა მათგანი, ვინც სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე გაწირა. გვინდა, რომ აღარ მოხდეს [ასეთი რამ], მაგრამ ხდება ხოლმე. წელსაც, გახსოვთ ალბათ საგარეჯოს თემა, ვერტმფრენის ჩამოვარდნის თემა. უმძიმესი იყო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ოჯახისთვის და ძალიან მძიმეა ყველა ჩვენგანისთვის, როდესაც ასეთი რამ ხდება. თუმცა, ჩვენი საქმე, ჩვენი პროფესია ეს არის. სახლიდან რომ გამოვდივართ, უკან დავბრუნდებით თუ არა, არ ვიცით. ღმერთს ვთხოვ, ყველა უვნებლად დაბრუნებულიყოს საკუთარ ოჯახებთან და ბედნიერები და ჯანმრთელები ყოფილიყვნენ“, - აღნიშნა გომელაურმა.

მან ასევე სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე ისასაუბრა, რომლის მიზანიც პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა და ამ პროცესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლს გაუსვა ხაზი.

big_banner
არქივი