logo_geo
ევა ბარბაქაძე: თურქეთის კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი, სურთ, რომ მათი სახე გავხდე
- +

27 ოქტომბერი. 2017. 20:09



მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ევა ბარბაქაძის განცხადებით, თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკიდან, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა, შემოთავაზება მიიღო.

 

„ამ ბოლოს, მე უფრო ბევრი საქმე გამომიჩნდა, ვიდრე შორენას. ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს, მათშორის თურქეთის კლინიკიდანაც, სადაც მე ვმკურნალობდი. მთავაზობენ, რომ მათი კლინიკის სახე გავხდე", - ამბობს ევა ბარბაქაძე.


ევას განცხადებით, ეს მისთვის ძალიან სასიხარულო იყო და სიამოვნებით დათანხმდა.


ევა ბარბაქაძე 2016 წლის 26 მარტს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, როგორც საქართველოში, ისე სტამბოლის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში. სტამბოლის კლინიკაში ევა ბარბაქაძე ორი თვის განმავლობაში მკურნალობდა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი