logo_geo
ქეთი ხუციშვილი: მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ამ ადამიანთან და დავიშალეთ
- +

21 ნოემბერი. 2017. 19:35


 

რატომ დაენგრა მეორედ ოჯახი მსახიობ ქეთი ხუციშვილს და როგორი შვილი ჰყავს მას - ამის შესახებ მსახიობი „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში საუბრობს.

 

 

„იყო ადამიანი ჩემს ცხოვრებაში და მერე გავარკვიე, რომ ის არ იყო ჩემი ადამიანი. ძალიან მალე დამთავრდა ყველაფერი, როგორ სწრაფადაც დაიწყო, ისევე სწრაფად დამთავრდა. ალბათ, უნდა გამევლო ესეც. ესეც უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. იყო ბედნიერი დღეებიც და ნერვიულობაც. მალევე მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი ამ ადამიანთან და დავიშალეთ. ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს, მოკითხვის დონეზეც კი.

 

 

გიორგი 15 წლის არის. შვილი როგორ ვაქო, მაგრამ კარგი ბიჭია. მგულშემატკივრობს, უხარია ჩემი პოპულარობა, მაგრამ ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. წასვლა უნდა ევროპაში, იქ განათლების მიღება, ოღონდ რა პროფესიას აირჩევს, ჯერ არ ჩამოყალიბებულა. მეგობრები ვართ მე და ჩემი შვილი, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

 








 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი