logo_geo
„თუ სიკვდილი ხვალ მიწერია, არ ვიდარდებ! ყველაფერი გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო” - ფრედი მერკურის გარდაცვალებიდან 26 წელი გავიდა
- +

24 ნოემბერი. 2017. 21:20



1991 წლის 23 ნოემბერს ფრედი მერკურიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის აივ ინფექციით იყო დაავადებული. ამ განცხადებიდან 24 საათის შემდეგ ლეგენდარული QUEENN-ის ვოკალისტი გარდაიცვალა. ფრედი მერკურის სიკვდილმა მთელ მსოფლიოში მუსიკის მოყვარულთა დიდი სევდა გამოიწვია. იმ დროს მთავარი სალაპარაკო თემა სწორედ ფრედი მერკურის გარდაცვალება იყო.


„დიდი გამოხამურება მოჰყვა პრესაში მისი სიკვდილის ამბავს. მერკურის პირად ცხოვრებაში ქექვა არავის დაეზარა. იმაზე უფრო მეტს წერდნენ, თუ როგორი აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორი გარყვნილი იყო, ვიდრე იმაზე, თუ რა წონის მუსიკოსთან ჰქონდათ საქმე და სინამდვილეში, რა გავლენა იქონია როკ-მუსიკაზე. მოგვიანებით, ისტორიამ კი მიუჩინა მას დამსახურებული ადგილი", - ჟურნალისტი ვახო ხვიჩია.

 

ფრედი მერკური მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება. მსოფლიო პოპულარობა არტისტს ჯგუფ "ქუინის" წევრობამ მოუტანა. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში მერკურის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპოზიტორადაც მიიჩნევენ. შესაძლოა, ყველაზე წარმატებულადაც კი, განსაკუთრებით, ბრაინ მეისთან ტანდემში. ფრედი მერკურის მიერ დაწერილ, დღეს უკვე კლასიკად ქცეულ რამდენიმე ათეულ სიმღერას შორის არის : Bohemian Rhapsody, Killer Queen; Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions, Crazy Little Thing Called Love. 


პირველი სიმღერა ფრედი მერკურიმ 12 წლის ასაკში დაწერა. ეს იყო "I'm Going To The Top. მოგვიანებით, თავის ინტერვიუში ფრედი ჰყვება, რომ ამ სიმღერამ მისი მომავალი იწინასწარმეტყველა. მართლაც, დღეს ფრედი მერკურის სახელი მილიონობით ადამიანმა იცის. თანამედროვე სამყაროს კი, ალბათ, არ ჰყოლია მერკურის მსგავსი ვოკალისტი, რომლის ხმაზეც ამდენი საუბარი იქნებოდა და რომლის გენიის ამოცნობასაც დღემდე შეეცდებოდნენ. აკუსტიკის ავტრიელმა , ჩეხმა და შვედმა სპეციალისტებმა ჰგუფქუინის ლიდერის საარქივო ჩანაწერები გაანალიზეს და არტისტის ვოკალის უნიკალურობის მიზეზები დაადგინეს. მეცნიერთა კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში logopedics phoniatrics vocology. მეცნიერებმა მოიწვიეს მომღერალი, რომელმაც მერკურის შესრულების იმიტირება მოახდინა და მაღალი ნოტები აიღო. სპეციალისტებმა მისი ხორხი გადაიღეს წამში 4 ათასი კადრის სიჩქარით. გაირკვა რომ მაღალი ნოტების აღებისას მერკური ე.წ. ტუვინურსასიმღერო ტექნიკას იყენებდა. მერკურის ასევე განასხვავებდა უხეში და ჩქარი ვიბრატო. 


მერკურის ვოკალს და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საშემსრულებლო მანერას წლების განმავლობაში გაოცებაში და აღფრთოვანებაში მოჰყავდა პუბლიკა. კარიერის განმავლობაში მას Queen-თან ერთად შესრულებული აქვს 700-მდე კონცერტი. 

 

„მუსიკალურ მხარეს რომ თავი დავანებოთ , ძალიან შთამბეჭდავი იყო მერკურის საცენო კულტურა, სილაღე, ენერგიულობა, მიკროფონის სადგამით სცენაზე მოქცევის სტილი. ეს მისი დამატებითი ხიბლი იყო."

 

1979 წლის ტურნესაც „შეშლილი" ეწოდა. მერკურიმ ტრადიცია დაარღვია და, აკუსტიკური გიტარით წარდგა მსმენელის წინაშე. მსგავსი საქციელი ბევრს გაუკვირდა, თვლიდნენ, რომ ვოკალისტმა ინსტრუმენტზე დაკვრა საერთოდ არ იცოდა. როგორც ამბობენ ამ სიმღერის შესრულების წინ არტისტი თავადაც ხუმრობდა ხოლმე, ცუდი გიტარისტი ვარ, მხოლოდ სამი აკორდის დაკვრა შემიძლიაო. ამის მიუხედავად Crazy Little Thing Called Love ჯგუფის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა და თითქმის ყველა კონცერტზე სრულდებოდა. სინგლის სახით 1980 წელს გამოვიდა, ბრიტანეთში მეორე, ამერიკულ ჩარტში კი პირველი ადგილი დაიკავა.

 

„ძალიან იშვიათია მუსიკის ისტორიაში ასეთი არტისტი, რომელსაც ნიჭი, ინტელექტი, შინაგანი შემოქმედებითი ენერგია, სტილის შეგრძნება, არტისტულობა და შრომისმოყვარეობა ერთდროულად რომ ჰქონდეს. უფრო იშვიათობაა, რომ ეს ყველა თვისება კარიერის ბოლომდე შეინარჩუნოს. თანაც როცა იცი, რომ მალე მოკვდები. მოგეხსენებათ ბოლო წლებში ცუდად იყო და ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრები სწორედ ამ პერიოდში შექმნა", - ჰყვება ვახო ხვიჩია.


ასე შეიქმნა სიმღერა, The Show Must Go On, რომელიც ყველაზე ზუსტად გადმოსცემს მერკურის მებრძოლ შინაგან სამყაროსა თუ სათქმელს, მიჩქმალული ნაღველი სააშკარაოზე გამოაქვს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმად და აღვირახსნილ მხიარულებად აქცევს. სიცოცხლის ბოლო დღეებში მეგობრებსაც იმასვე ეუბნებოდა, ბევრი სიმღერის დასრულება ვერ მოვასწარი, რაც გინდათ, ის მოუხერხეთ, ოღონდ მოსაწყენად ნუ მაქცევთო.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი