logo_geo
კრის მარტინსა და დაკოტა ჯონსონს რომანი აქვთ
- +

14 დეკემბერი. 2017. 23:12



ახალი ვარსკვლავური წყვილის შესახებ, უკვე ისეთი ტაბლოიდები წერენ, როგორიც Daily Mail, Harpers Bazzar და Vogue-ია.


ტაბლოიდები, წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ 28 წლის მსახიობის დაკოტა ჯონსონისა და Coldplay-ს სოლისტის, 40 წლის კრის მარტინის ურთიერთობა სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს. ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ისინი ისრაელში ისვენებენ.


ჭორები, ჯონსონისა და მარტინის რომანის შესახებ, ნოემბერში, გასულ თვეში, ნიკ კეივის კონცერტის შემდეგ გავრცელდა. მოგვიანებით ისინი ერთად რესტორანში დააფიქსირეს.


კრის მარტინი 2003-2014 წლებში მსახიობ გვინეტ პელტროუზე იყო დაქორწინებული. სწორედ მას მიუძღვნა "ქოლდფლეის" საკულტო სიმღერა Fix You, როდესაც გვინეტს მამა გარდაეცვალა. წყვილს 2 შვილი ჰყავს და ერთმანეთთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. რაც შეეხება დაკოტა ჯონსონს, მას მეთიუ ჰიტთან ჰქონდა რომანი, რომელსაც გასული წლის ზაფხულში დაშორდა.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი