logo_geo
ანა შელია დაინიშნა– ექსკლუზიური ინტერვიუ ქართველ მოდელთან
- +

17 დეკემბერი. 2017. 14:01



ქართველი მოდელი ანა შელია და მისი ასევე წარმატებული მეორე ნახევარი, მორაგბე ლაშა ლომიძე დაინიშნნენ.


წყვილი 2 წელზე მეტია ერთადაა და მათი ურთიერთობა ახლა უკვე ახალ ფაზაში გადავიდა.


ანა შელია OK!-ის მოულოდნელ ნიშნობასა და სიყვარულის ისტორიას უამბობს.

 

- როგორია თქვენი გაცნობის ისტორია?

- ლაშამ ჩემს შესახებ მაშინ გაიგო, როცა მე 14 წლის ვიყავი, სწორედ მაშინ იყო პირველი მესიჯიც. მაგრამ როცა ჩემი ასაკი გაიგო, მიხვდა, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე ვერ შედგებოდა.


2 წლის მერე, ბათუმში ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით, შემდეგ მე ერთ შემოდგომას ლონდონში გავემგზავრე, რა დროსაც ლაშა საფრანგეთში იყო და ჩემ სანახავად 1 დღით ჩამოვიდა, ისტორია აქედან იწყება.


 - რას აფასებ მასში განსაკუთრებით?

- მგონია, რომ ყველა დადებით თვისებას აერთიანებს. ძალიან ერთგული, თბილი და მზრუნველი ადამიანია.


- აქამდე თუ გეგმავდით ნიშნობას, როგორი იყო ხელის თხოვნა?

- არ ვგეგმავდით, ეს ყველაფერი ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ლაშა ამისთვის 1 თვეზე მეტ ხანს ემზადებოდა. ხელი ძალიან ლამაზად მთხოვა, სამწუხაროდ ვიდეო არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. წინასწარ გეგმა მხოლოდ ბიძაჩემმა და ლაშას რამდენიმე მეგობარმა იცოდა.


კვირას მთელი დღის მანძილზე ერთად ვიყავით, რადგან ორშაბათს დილით მიფრინავდა. საღამოს მითხრა, რომ ბაზაზე რაღაც საქმე გამოუჩნდა, უნდა გაგვევლო და მერე სახლში დამტოვებდა. მალე წავკისის გზას დავადექით, სადაც სახლს აშენებს, მითხრა, რომ წასვლამდე აივნიდან ხედის დანახვა უნდოდა. სახლში რომ შევედით, ძალიან რომანტიკული გარემო დაგვხვდა, სანთლები მეორე სართულამდე ეწყო, ტერასაზე გავედით მაგიდა ორისთვის იყო გაშლილი და სწორედ ამ დროს მთხოვა ხელი.


- ქორწილი ახლო მომავალში იქნება?

- ჯერჯერობით არა, დაახლოებით 1 წელში.


- ლაშა უკვე გაფრინდა, რომელ ქვეყანაში აპირებთ ცხოვრებას?

- ლაშა London Irish-ის გუნდში თამაშობს, მეც ჩემი კარიერის თვალსაზრისით ლონდონში გეგმები მაქვს, ამიტომ საცხოვრებლად იქ გადავალთ. 


 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი