logo_geo
მთავარი მოვლენები „ოსკარი“-ს 90-ე დაჯილდოებიდან
- +

21 მარტი. 2018. 20:44



გასულ ღამეს ოსკარის 90-ე დაჯილდოებამ გამოავლინა საუკეთესო ფილმები, რომლებიც გადაღებულია 2017 წელს და ჯილდო საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს გადასცა.

ცერემონია ტრადიციულად დოლბის თეატრში, ჰოლივუდში გაიმართა. დაჯილდოება ტრადიციულად ყოველი წლის თებერვლის თვეში იმართება ხოლმე, მაგრამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამო ის 4 მარტს ჩატარდა. ცერემონიამ 24 სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები გამოავლინა. მისი მასპინძელი უკვე მეორედ, ამერიკელი პაროდისტი ჯიმი კიმელი გახლდათ, რომელიც ოსკარის 90 წლიან ისტორიაში მეორე ადამიანია, ვინც ზედიზედ 2017-18 წელს წაიყვანა დაჯილდოება.





დაჯილდოების ტრიუმფატორიგილერმო დე ტოროს ფილმი „წყლის ფორმა" (The Shape Of Water)

გახდა. ფილმმა 13 ნომინაციიდან 4 მთავარ ნომინაციაში შეძლო გამარჯვება, როგორებიცაა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო სურათი, საუკეთესო პროდაქშენ დიზაინი. მას შემდეგ მოსდევს ფილმი Dunkirk, რომელმაც ცერემონიაზე 3 ნომინაციაში გაიმარჯვა საუკეთესო ხმის ედითინგში, საუკეთესო ხმის გამიქსვაში და საუკეთესო ფილმის ედითინგში. ალბათ არავის გაუკვირდა, რომ საუკეთესო ქალი მსახიობის ტიტული ფრანსისმაკდორმანდის ერგო შესრულებული როლისთვის ფილმში და  „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური" (Three Billboards Outside Ebbing, Missouri).




ასევე მამაკაცის მეორეხარისხოვანი საუკეთესო როლის შესრულებისთვია დაჯილდოვდა სემ როქველი ამავე ფილმში შესრულებული ოფიცერი ჯეისონ დიქსონის როლისთვის. საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გარი ოლდმანმა მიიღო ფილმ „მოჩვენებაში" (The Darkes Hour)-ში განსახირებული უისტონ ჩერჩილის როლისთვის. ასევე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო მაკიაჟისა და ვარცხნილობის ნომინაციაში.

 



საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალი შემსრულებელი გახდა ალისონ ჯენი. მან ოსკარი ფილმ „მე, ტონია" (I, Tonya)-ში განსახიერებული როლისთვის ლავონა გოლდენისთვის მიიღო. საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო გადაეცა ჯეიმს ივორის ფილმისთვის „შენი სახელით მომმართე" (Call Me by Your Name). ფილმი მოგვითხრობს ამერიკელი პროფესორის შვილის, ელიოს შესახებ, რომელიც ჩვიდმეტი წლის ასაკში, იტალიაში ოჯახთან ერთად გატარებული არდადეგების დროს აღმოჩენს, რომ საკუთარი სქესის ადამიანებიც იზიდავს.



საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა დარლა ანდერსონისა და ლი უნკრიჰის ერთობლივმა ნამუშევარმა „კოკომ" (COCO). საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში კი გაიმარჯვა ესპანურენოვანმა კინომ „ფანტასტიური ქალი" (A Fantastic Woman) ჩილედან, რომლის რეჟისორიც სებასტიან ლელიოა. ცერემონიაზე საუკეთესო დაკუმენტური ფილმი „იკარუსი" გახდა და ოსკარიც გადაეცა. საუკეთესო ფილმის საუნდტრეკის ნომინაციაში ანიმაციური ფილმის Coco-სთვის შექმნილმა სიმღერამ „Remember me" ოსკარი მიიღო. საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის ოსკაცრი კი მარკ ბრიჯს გადაეცა ფილმისთვის „ფანტომური თემა" (Phanntom Thread).



სპეციალური კინოაკადემიის ჯილდო დამსახურებისთვის გადადეცა 5 ოსკარის მფლობელ მექსიკელ რეჯისორს ალეჰანდრო გონზალეზ ინიარიტუს თავისი „ვირტუალური რეალობისთვის" პროექტისთვის „Carne y Arena".



დაჯილდოებაზე პერფორმანსები ჰქონდათ მომღერლებს: მარი ჯეი ბლაიჯს, მიგელს, ქომონს, ედი ვედერს და სხვა.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი