logo_geo
ნინო ბაშარული: ბალზაკთანაც ხშირად მიკამათია...
- +

8 იანვარი. 2017. 17:07


 

ჟურნალმა „გზამ" რუბრიკაში „ერუდიტი", 2016 წლის ინტერვიუებიდან ყველაზე საინტერესო და სახალისო ეპიზოდები შესთავაზა თავის მკითხველს.


აღნიშნულ რუბრიკაში, მომღერალმა ნინო ბაშარულმა დასმული კითხვების 73%-ს სწორად გასცა პასუხი. აღმოჩნდა, რომ ნაწარმოები, რომელმაც „შეაზანზარა", ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა" იყო. წიგნებიდან გამოყოლილი ემოციების შესაბამისად, ის ზოგიერთ ავტორს ეჩხუბება და უჯანყდება კიდეც.


„პირველად სტენდალს „წითელი და შავის" გამო ავუჯანყდი. მის ამბიციურ პერსონაჟს - ჟულიენ სორელს გამოვექომაგე. ამ გმირმა ცხოვრება არასწორად წარმართა. სტენდალის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მის მიმართ ცოტათი ლმობიერი ვიქნებოდი. ბალზაკთანაც ხშირად მიკამათია.

 

„საბრალონი" რომ წავიკითხე, ჰიუგოსთან სრული ჰარმონია მქონდა. ძალიან ბევრი პერსონაჟი მომწონს, მაგრამ მათგან გამორჩეულია თავადი მიშკინი. ის იმდენად კეთილი იყო, იდიოტად შერაცხეს, მასთან ვიმეგობრებდი და მთელ სამყაროს დავუმტკიცებდი, რომ არასწორად მოექცნენ", - ამბობს ნინო ბაშარული.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი