logo_geo
„მივხვდი პატარა ბიჭია“ - რა ურთიერთობა აქვს თამო ვაშალომიძეს ქართველ ფეხბურთელთან
- +

5 ოქტომბერი. 2018. 01:41

 

 

 

მოდელი თამო ვაშალომიძე პრესისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, მუდმივად საინტერესო პერსონაა. სექსუალური მანდილოსანი მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მართალია, თავად ცდილობს საკუთარი პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეინახოს, მაგრამ ამის დამალვას ვერ ახერხებს. ეს ბუნებრივიცაა, ის ხომ პოპულარულია?

თამო ცოტა ხნის წინ პატარა სოფიას დედა გახდა, ვინ არის ბავშვის მამა, ცნობილია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საყვარელ ქალს ცნობილი ბიზნესმენი ატყუებდა, რომ ცოლს დაშორებული იყო და ამიტომ მისი ვინაობა პრესაში აღარ გამჟღავნდა. 

თამო ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია და მის სიახლეებს უამრავი ადამიანი 

ათვალიერებს. მან სთორიში გუშინ ფეხბურთელ გიორგი ქვილითაიასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა. ამ ფაქტს, ბუნებრივია, დაინტერესებაც მოჰყვა. 

„რეიტინგს" ქვილითაიასა და თამო ვაშალომიძის შესახებ, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ შეატყობინა და უთხრა, რომ ისინი ერთ-ერთ ლაუნჯში ვახშმობის დროს შენიშნეს ერთად, მაგრამ ამის დამამტკიცებელი ფოტო წყაროს არ მოუწოდებია, ამიტომ მის სთორებს ყურადღებოთ ვადევნებდით თვალს და გუშინ ღამით, თამოს სთორიმ ჩვენთვის მოწოდებული ჭორი გაამართლა. 

მოდელებისა და ფეხბურთელების ლავ-სთორი მთელ მსოფლიოში არავის უკვირს, ასე რომ არც ვაშალომიძე-ქვილითაიას წყვილი გაგვკვირვებია. 

რა ხდება მათ შორის, ამის გასარკვევად „რეიტინგი" თამოს დაუკავშირდა. 

- თამო, რა ურთიერთობა გაქვთ გიორგი ქვილითაიასთან?

- არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, უბრალოდ ვიცნობ მას. 

- ყველა ნაცნობთან გადაღებულ სთორებს დებთ?

- მოვწონვარ და შევხვდი, მაგრამ მივხვდი, პატარა ბიჭია, რომელმაც ჩემში არანაირი ინტერესი არ გამოიწვია. მთხოვა, ფოტო გადავიღოთ და ატვირთეო, გულს ხომ არ დავწყვეტდი. მილიონი ადამიანი იღებს ჩემთან ფოტოს და უარს არავის ვეუბნები. მეგობრულად მივიღე მისი თხოვნა, მერწმუნეთ, გამორიცხულია ეგ ბიჭი მომწონდეს, იმიტომ რომ პატარა ბიჭები არასდროს მომწონებია. 

- ჩვენთვის ცნობილია, რომ გიორგი ქვილითაიას რამდენიმე დღის წინაც შეხვდით და ერთად ივახშმეთ, ცნობილი ადამიანების შესახებ არაფერი იმალება...


- რას მეუბნებით, რომ მე ეს ბიჭი მომწონს? მე მხოლოდ ჩამოყალიბებული მამაკაცები მომწონს და ამ თემაზე მეტ კომენტარს არც გავაკეთებ. რომანი რომ გვქონდეს, მის ფოტოს არ ავტვირთავდი. პირად ცხოვრებას მე ყოველთვის საიდუმლოდ ვტოვებ და ვერ გამახსენებთ ფაქტს, როცა საყვარელი მამაკაცი გამოვაჩინე. 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი