logo_geo
ქართველმა ფეხბურთელმა პარიზში უკრაინელ მოდელზე იქორწინა - „ბედნიერი ვარ, რომ შენისთანა მამაკაცი მჩუქნის ამ სიყვარულს!“
- +

11 ოქტომბერი. 2018. 23:30

 

 

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა ua-football-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დო­ნეც­კის „შახ­ტა­რის“ ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა, და­ვით ხო­ჭო­ლა­ვამ, უკ­რა­ი­ნელ მო­დელ­ზე იქორ­წი­ნა.



ხო­ჭო­ლა­ვა რჩე­უ­ლის ვი­ნა­ო­ბას, რო­გორც ჩანს, კარ­გა ხანს ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და, რად­გან ჯერ კი­დევ მარ­ტში „შახ­ტა­რის“ ფეხ­ბურ­თე­ლი ამ­ბობ­და, რომ მას მე­გო­ბა­რი გო­გო­ნაც კი არ ჰყავს, თუმ­ცა, მა­ის­ში ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­და. სა­ქორ­წი­ლო წვე­უ­ლე­ბა და თაფ­ლო­ბის­თვე წყვილ­მა პა­რიზ­ში მო­ი­წყო.



ხო­ჭო­ლა­ვას რჩე­ულს ალი­ნა ჰქვია, ის ყო­ფი­ლი მო­დე­ლია, თუმ­ცა, ახლა მთელ დროს ოჯახს უთ­მობს.



ქარ­თვე­ლე­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი რძა­ლი Instagram-ზე ალი­ნა ხო­ჭო­ლა­ვას სა­ხე­ლი­თაა დარეგისტრი­რე­ბუ­ლი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია. ერთ-ერთ პოს­ტში ის 

წერს:


მინ­და მო­ვუყ­ვე ყვე­ლას, რომ მად­ლო­ბე­ლი ვარ შენი - შენი თავ­და­დე­ბის, მიზანდასახულო­ბი­სა და სიძ­ლი­­რის გამო. ყო­ველ დი­ლას დგე­ბი 08:00-ზე და მი­დი­ხარ სა­ვარ­ჯი­შოდ, ნე­ბის­მი­ერ ამინდსა და გან­წყო­ბა­ზე. ყო­ველ დი­ლით იღ­ვი­ძებ 10 წუ­თით ადრე, რომ ჩემ­თან ჩა­ხუ­ტე­ბა მო­ას­წრო. ეს მე­ორ­დე­ბა ყო­ველ დი­ლით და ამას შენ ჩვე­ნი მომავ­ლის­თვის აკე­თებ.


მად­ლო­ბა შენი იუ­მო­რის­თვის, მა­ში­ნაც რომ გა­მა­ღი­მებ, როცა ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ შენ­ზე. მად­ლო­ბა სიმ­შვი­დის­თვის, რა­საც შენ­გან ვსწავ­ლობ. შენ ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადამიანი ხარ, ვი­საც შევ­ხვედ­რი­ვარ. მად­ლო­ბა სით­ბოს­თვის, მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის, მოთმი­ნე­ბის­თვის. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი - მად­ლო­ბა შენ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ჩემო ძვირფა­სო. ბედ­ნი­­რი ვარ, რომ შე­ნის­თა­ნა მა­მა­კა­ცი მჩუქ­ნის ამ სიყ­ვა­რულს!" - წერს ემოციურ პოსტს მე­უღ­ლე­ზე ალი­ნა ხო­ჭო­ლა­ვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი