ცოტა ხნის წინ მომღერალმა ბერა ივანიშვილმა გულშემატკივრები ახალი კლიპის პრეზენტაციაზე ერთ-ერთი კინოთეატრის დარბაზში მიიწვია. მათ შორის იყვნენ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები თუ ხანში შესულები.
კლიპის პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა და სტუმრებს ბერას მიმართ ქათინაურები არ დაუშურებიათ. მათ მომღერალი უმცროსი და-ძმის შესახებაც ესაუბრა.
„ჩემი უმცროსი ძმა რამხელაც უნდა გაიზარდოს, ის ჩემთვის ყოველთვის „პატარა, თეთრი დათვი" იქნება... ჩემს დას რაც შეეხება, ის ძალიან კარგად მღერის. ფაქტობრივად, მუსიკალურად ჩემს ხელში გაიზარდა. არა მარტო მღერის, წერს კიდეც - სიმღერის სტრუქტურით ბავშვობიდან ინტერესდებოდა", - აღნიშნა ბერა ივანიშვილმა.