logo_geo
გიგი დედალამაზიშვილი: უცხოეთში ქართულ ენაზე ვმღერით
- +

15 იანვარი. 2017. 16:31


 

 

 

„ყველაზე დიდი დასწრება იყო მოსკოვში, კიევში, სანკტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. ამ ქალაქებში ხუთიათასიანი დარბაზები გავავსეთ", - აღნიშნა ჯგუფ „მგზავრების" სოლისტმა და მუსიკოსმა გიგი დედალამაზიშვილმა.  2016 წელს „მგზავრებმა" სხვადასხვა ქვეყანაში 85 კონცერტზე იმღერეს და ახალი ალბომიც გამოუშვეს. უკვე ბოლო 4 წელია დატვირთულ საგასტროლო რეჟიმში უწევთ ყოფნა და თავიდან ძალიან იღლებოდნენ, ახლა კი დატვირთულ რეჟიმს უკვე შეეჩვივნენ.

 

„უცხოეთში ქართულ ენაზე ვმღერით. მუსიკას ენა არ გააჩნია. რუსებისთვის კი ეს ცოტა გაუგებარია, რადგან იქ ტექსტს ყურადღებას აქცევენ, უკრაინაში - ნაკლებად. დაახლოებით, 30 სიმღერას ვასრულებთ, აქედან რუსულად მაქსიმუმ სამ სიმღერას ვმღერით.

 

ჩვენს კონცერტებზე ადგილობრივი მცხოვრებლები მოდიან. ქართულ დიასპორაზე არ გვაქვს გათვლა, მაგრამ მოდიან ქართველებიც.

 

ყველაზე დიდი დასწრება იყო მოსკოვში, კიევში, სანკტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. ამ ქალაქებში ხუთიათასიანი დარბაზები გავავსეთ, სხვა ქალაქებში - შედარებით ნაკლები.

 

ბოლო 4 წელია საგასტროლო რეჟიმში ვართ. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ქალაქში კონცერტი გვქონდა, 2 საათი უნდა დაგვესვენა, თან კარგ ხასიათზე უნდა ვყოფილიყავით და თან 2 საათი უნდა დაგვეკრა. ახლა აღარ ვიღლებით, შევეჩვიეთ", - ისაუბრა ინტერვიუში მუსიკოსმა.  

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი