logo_geo
ბერა ივანიშვილი: სიმღერა თუ „ჩამივარდა“, პერსონალური მწვრთნელი გავხდები
- +

15 იანვარი. 2017. 17:41


 

 

მომღერალმა ბერა ივანიშვილმა მისი გულშემატკივრებისთვის კლიპის პრეზენტაცია გამართა, სადაც მათ რეპერისთვის კითხების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ. „თუ სიმღერა „ჩამივარდა", პერსონალური მწვრთნელი გავხდები", - უპასუხა ერთ-ერთ შეკითხვას მომღერალმა.


„ჩემი საქმე ჩემი ჰობიც არის, ამიტომ საქმისგან არასდროს ვისვენებ. ისე, სპორტით ვარ დაკავებული. ყოველდღე ვვარჯიშობ, ზოგჯერ - დღეში ორჯერ. ყველა ახალგაზრდას ჯანსაღი ცხოვრებისკენ მოვუწოდებ. ის დღე, როცა არ ვვარჯიშობ, ჩემთვის დაკარგულია.

 

ყოველთვის ვამბობდი, ფიტნესში ისე გავერკვიე, რომ რომელიმე სიმღერა თუ „ჩამივარდა", პერსონალური მწვრთნელი გავხდები და ვისაც უნდა, ჩაეწეროს-მეთქი", - ისაუბრა გულშემატკივრებთან მომღერალმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი