logo_geo
ქეთი ხუციშვილი: ჩემი პირველი შვილი, სამი თვის გოგონა გარდაიცვალა…
- +

15 იანვარი. 2017. 20:54


 

 

ქეთი ხუციშვილის, ანუ ლუნას, როგორც მას ქუჩაში და ყველგან ეძახიან, სადაც ფეხს შედგამს, ცხოვრება „ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობამ რადიკალურად შეცვალა და თავდაყირა დააყენა. იურისტი, რომელიც კარგად ცეკვავს, მღერის და მსახიობობის ნიჭი აქვს, თავისი პროფესიით უკვე აღარ მუშაობს. ქეთი მიიჩნევს, რომ სხვა ტიპის როლების მორგებაც შეუძლია და საკუთარი თავის იმედი აქვს.


მის ცხოვრებაში ბევრი ტრაგიკული ეპიზოდი იყო და დღეს, როდესაც ასეთ წარმატებას და პოპულარობას მიაღწია, მომავალს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს.


„ჩემი პირველი შვილი, სამი თვის გოგონა გარდაიცვალა... მაშინ მეც პატარა ვიყავი. ჩემს შვილს ნინო ერქვა. ვირუსი შეხვდა ისეთი, რომ ექიმებმა ვერ უშველეს. ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ... ის პერიოდი ძალიან მძაფრად მახსოვს. ახლა ამას აღარ ვუღრმავდები... სამი წლის მერე გიორგი შემეძინა.

 

2008 წელს ავტოავარიაში დაიღუპა ჩემი და... დავკარგე ჩემი სულის ნაწილი. პირად ცხოვრებაშიც მქონია ძალიან რთული პერიოდები და დეპრესიული მომენტები. მაგრამ ჩემი ხასიათი მეხმარება, ხალისიანი ვარ, არ ვიკეტები საკუთარ თავში და ეს მშველის, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ვმღერი, ვცეკვავ და ვაგრძელებ ცხოვრებას...

 

ბევრს ვფიქრობ ძალიან, რატომ მოვიდა ჩემთან ამხელა წარმატება. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის და უბრალოდ არაფერი ხდება. იმდენი რაღაც გამოვიარე, ნერვიულობა, ტრაგედიები, ვფიქრობ, ეს წარმატება ჩემთან ტყუილად არ მოსულა. ამ ყველაფერმა ჩემი ცხოვრება და მეც დადებითისკენ შეატრიალა",- აცხადებს ხუციშვილი „ფორტუნასთან" ინტერვიუში. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი