logo_geo
„იჩხუბეთ შენ და თაკომ?“ - რატომ არ ჩამოვიდა თაკო ნაცვლიშვილი ქეთი ჟღენტის ქორწილში
- +

6 ნოემბერი. 2018. 23:35

 

 

ქეთი ჟღენტის და თოშა ქებურიას წყვილის მიმართ, საზოგადოების ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. წყვილმა ერთი წლის წინ იქორწინა, თუმცა ქორწილი მხოლოდ ახლა გადაიხადა.

 

თოშას და ქეთის ქორწილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობდნენ. მათ შორის იყვნენ მათი მეგობრებიც, რომლებიც ევროპაში და ამერიკაში ცხოვრობენ.

 

ქეთიმ გუშინ ლაივი ჩართო, სადაც ხალხის შეკითხვებს უპასუხა. მოდელს ყველაზე მეტი შეკითხვა, მეგობართან თაკო ნაცვლიშვილთან დაკავშირებით დაუსვეს.

 

მის თაყვანისმცემლებს აინტერესებდათ, რატომ არ იყო ქეთის და თოშას ქორწილში მოდელი თაკო ნაცვლიშვილი.

 

„იჩხუბეთ შენ და თაკომ?", "რატომ არ იყო თაკო შენს ქორწილში?", რაზეც ქეთიმ შემდეგი პასუხი გასცა: „თაკო მილანშია და ამიტომ ვერ ჩამოვიდა ჩვენს ქორწილში, გადაღებები ჰქონდა".

 

„გადაღებების გამო ვერ ჩამოვიდა?" - უპასუხეს მას თაყვანისმცემლებმა. რის შემდეგაც ქეთიმ შემდეგი პასუხი გასცა: „ჯობია თვითონ თაკოს ჰკითხოთ, რატომ ვერ ჩამოვიდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ვერ ჩამოვიდა და ამიტომ არ იყო ქორწილში.“

 

ქეთი და თაკო ნაცვლიშვილი კლასელები იყვნენ. მოდელის ქორწილში მათი ყველა საერთო მეგობარი იმყოფებოდა, მათ შორის ანია დოლიძე რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი