logo_geo
გიორგი თექთურმანიძე: ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვითამაშე ფეხბურთი
- +

18 იანვარი. 2017. 03:37




გასულ ზაფხულს გორის „დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე უმძიმეს ავარიაში მოჰყვა. მომღერალ ანი ღონღაძის მეუღლე ლანჩხუთში ნაწვიმარ გზაზე მოსრიალდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. საბედნიეროდ, გიორგის რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. მან დღეს ფეხბურთის თამაშიც კი შეძლო. რა ეტაპზეა ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესახებ ფეხბურთელი Ambebi.ge-ს ესაუბრა:


- ჩემი გამოჯანმრთელება ბოლოს წინა ეტაპზეა, მარჯვენა მხარეს ცოტა მიჭირს მოძრაობა, რეაგირების მოხდენა, ფეხს კარგად ვერ ვხმარობ. თუმცა მალე სრულად გამოვჯანმრთელდები. მაგალითად, დღეს ფეხბურთის თამაშიც ვცადე და ამდენხნიანი პაუზის შემდეგ კარგად გამომივიდა. ანისთან ვართ კახეთში. დღეს ჩავედით ეზოში, ჩავიტანეთ ბურთი და ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვითამაშე ფეხბურთი, პირველი ცდისთვის კარგი შედეგი იყო.


- რა გახსოვთ ავარიის მომენტიდან?


- არაფერი არ მახსოვს. ის პერიოდიც არ მახსოვს, საავადმყოფოში რომ ვიწექი. უამრავი ადამიანი დაგვიდგა გვერდით და ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

 

- რა პერიოდი დაგრჩათ სრულ გამოჯანმრთელებამდე?


- ზუსტად ვერავინ იტყვის რა პერიოდია დარჩენილი. სავარაუდოდ, რამდენიმე თვე არის საჭირო. ნელა ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. "ავერსის" კლინიკაში გავდივარ რეაბილიტაციას, სავარაუდოდ გაზაფხულზე წავალ გერმანიაში და თავში ყველა უჯრედს გამოვიკვლევ, ძალიან მინდა ფეხბურთის თამაშს დავუბრუნდე და შევძლებ თუ არა ამას, ამაზე პასუხს მხოლოდ გერმანიაში გამცემენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი