logo_geo
მანანა ბერიკაშვილი: ახალგაზრდობა და მომდევნო წლებიც, საკუთარი სახლი არ მქონდა
- +

19 იანვარი. 2017. 11:30


 

 

„მთელი დღე ვიყავი ქუჩაში, ვშრომობდი, შინ გვიან ვბრუნდებოდი. ქალიშვილი ანო, მეტწილად, დედამ გამიზარდა", - საუბრობს ჟურნალ „სარკესთან" რეჟისორი მანანა ბერიკაშვილი. ის 6 წლის წინ გამოეყო მშობლებს და გადავიდა იმ სახლში, სადაც ახლა ცხოვრობს - თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე.

 

„ბევრი წელი - ჩემი ყრმობა, ახალგაზრდობა და მომდევნო წლებიც, საკუთარი სახლი არ მქონდა. ჩემი მშობლების ბინაში ვცხოვრობდი, სადაც ყველაფერი მზამზარეული მხვდებოდა. მთელი დღე ვიყავი ქუჩაში, ვშრომობდი, შინ გვიან ვბრუნდებოდი. ქალიშვილი ანო, მეტწილად, დედამ გამიზარდა.

 

მთელი ეს წლები ვაგროვეთ ფული, ნაკვეთები გავყიდეთ, რომლებიც მამაჩემს (მსახიობი გივი ბერიკაშვილი) აჩუქეს და, როგორც იქნა, ამ შეკოწიწებული ფულით შევძელით სახლის ყიდვა", - აღნიშნა მანანა ბერიკაშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი