logo_geo
ვიქტორია ბექჰემი Spice Girls-ის წევრებს სასამართლოში უჩივლებს
- +

19 იანვარი. 2017. 21:07


 

 

ვიქტორია ბექჰემმა Spice Girls-თან გაერთიანებაზე უარი დიდი ხნის წინ თქვა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მან გადაწყვიტა ყოფილ კოლეგებს სასამართლოში უჩივლოს და მათ ჯგუფის ჰიტების შესრულება აუკრძალოს.


მას შემდეგ, რაც Spice Girls-ში დაბრუნებაზე უარი ვიქტორიამ და მელანი ჩიზჰოლმა განაცხადეს, ემა ბანტონმა, მელანი ბრაუნმა და ჯერი ჰოლიუელმა ის ტრიოდ გადააკეთეს, სახელი შეუცვალეს და 20 წლის იუბილესთვის ხელახლა გაერთიანება გადაწყვიტეს. ვიქტორიას კი სურს, რომ გოგონების ახალმა ჯგუფმა - GEM, არ შეასრულოს ის ჰიტები, რომელთა შექმნაშიც მონაწილეობა მან წლების წინ მიიღო.


ჯერ-ჯერობით, მან თავისი ადვოკატების საშუალებით გაუგზავნა გოგონებს ასეთი შინაარსის შეტყობინებები. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი მას არ გაითვალისწინებენ, მისის ბექჰემი სასამართლოს მიმართავს.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი