logo_geo
ვინ დაანგრია ჭოხონელიძის ოჯახი – „ნუთუ ერთხელ მაინც არ უფიქრიათ შვილებზე, რომლებსაც მამა ენატრებათ“
- +

23 იანვარი. 2017. 17:18





გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან თამარ ჭოხონელიძესთან, რომელიც „პრაიმტაიმში" დაიბეჭდა.

 

- იქიდან გამომდინარე, რომ თავად ყოფილ ქმარზე აუგად ჟურნალისტებთან არ გისაუბრიათ, ეს ყველაფერი გასაგებია... მაგრამ... ძალიან ბევრი წელი გავიდა, იქნებ დღეს მაინც თქვათ, რამ თუ ვინ დაანგრია თქვენი ოჯახი?


-  ამ სიტყვას, რა თქმა უნდა, ღალატი ჰქვია, მაგრამ ვფიქრობ, ეს საკუთარი თავის ღალატი იყო და არა ჩემი. გია დღესაც არ ტყდება, არ ამბობს, რომ ეს მისი მხრიდან შეცდომა იყო.


- რომ მოსულიყო და პირდაპირ ეთქვა, სხვა შემიყვარდაო, არ იქნებოდა ღალატი?


- რა თქმა უნდა, იქნებოდა, ოღონდ ისევ საკუთარი თავისა და ოჯახის. ამას ძალიან განვიცდიდი, მაგრამ ბევრად ჯანსაღად შევხედავდი ყველაფერს და წლებს არ შევალევდი იმ ტკივილს, რასაც მოვანდომე. როცა იცი, რომ ოჯახი კონკრეტული მიზეზის გამო დაგენგრა და მეორე მხარე ამას არ აღიარებს, საშინელებაა. ერთს ვიტყვი მხოლოდ, არსად არაფერი სამყაროში არ იკარგება, შეიძლება ყველა მოვლენა ისე დატრიალდეს, რომ იმ ადამიანებს თავისავე სიცოცხლეში დაანახოს, რა მოჰყვება მის შეცდომას. შეცდომები მეორდება, სამწუხაროდ.


- იყო თქვენი მეგობარი, ვის გამოც თქვენი ოჯახი დაინგრა?


- ღმერთმა დამიფაროს! ასეთი მეგობრები არ მყავს. ვისზეც თქვენ ფიქრობთ, ის ჩემი მეგობრის ტყავში შეძვრა, სწორედ იმ მიზნისთვის, რასაც მიაღწია კიდეც.


- კოლეგა?


- ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მე ის მეგობრად არასდროს მიმიღია.


- ქალაქში ჭორაობენ, რომ დედის გზა შვილმა გააგრძელა...


- ეს თქვენს კითხვადვე დატოვეთ. არ ვიცი, ვისი გზა ვინ გააგრძელა. მე ვიცი, რომ ჩემი გზა ნამდვილად გააგრძელა ჩემმა შვილმა, თავისი წესიერებითა და პატიოსნებით. თუმცა ორივეს უცნაური ბედი გვერგო, მეორე ნახევრების თვალსაზრისით. ყველანაირად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გზა ჩემმა შვილმა გააგრძელა. დღემდე ისე მოვედი, რომ ჩემი რეპუტაცია არ შელახულა. ასევეა მარიამიც.

 

- ამ შემთხვევაში თქვენს დედაშვილობას არ ვგულისხმობდი...


- ვიცი, მე ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, სხვამ თავის დედაშვილობასთან გაავლოს პარალელი. თუ რამე შეცდომებს იპოვიან, საკუთარ ცხოვრებაში ეძებონ.


- ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მისმა ქალიშვილმა მეგობრის ქმარს სამი შვილი მიატოვებინა...


- ასე ნუ ჩამიღრმავდებით. თბილისი პატარაა, ჭორაობა არ ეზარებათ. მე, ზოგადად, მსგავსი მოვლენები მაგიჟებს. მსგავსი ამორალობა და სისაძაგლე არ ვიცი, რა არის. ეს ერთი შემთხვევა არ არის ჩემს გარშემო. მსგავს ისტორიებს ვისმენ და გული მისკდება. ამას სახელი არ ჰქვია. არ ვიცი, როგორ შეუძლია გოგოს, გაიფიქროს მამაკაცზე, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს და ღამის სამ საათზე მესიჯი მისწეროს, როცა ზუსტად იცის, რომ ის ცოლის გვერდით წევს. ამას ხომ შეგნებულად აკეთებს. ასეთ ქალს ვერაფრით დავინდობდი, ასეთ ამბებზე უმართავი ვხდები. ასეთი ქალები უნდა გადაასახლო საქართველოდან. კვირების განმავლობაში ვერ ვიძინებ ღამით, როცა მსგავს ისტორიებს ვისმენ. ყველა ასეთ გოგოს მინდა ვუთხრა, ცოტათი მაინც ჩაიხედოს თავის სინდისში და ცოტათი მაინც შეეშინდეს ღმერთის. სხვის ბედნიერებაზე როცა საკუთარს იწყობენ, ნუთუ ერთხელ მაინც არ უფიქრიათ შვილებზე, რომლებსაც მამა ენატრებათ, უყვართ თავისი მამა. ესენი ქალები არ არიან, ესენი ალქაჯები არიან, რაღაც წარმონაქმნები. მათ სინდისზე იყო, დაუსჯელი არავინ დარჩება. მაგრამ ეს მე არ გამახარებს...



 

ნინო მჭედლიშვილი




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი