logo_geo
შოკი - „მის მოსკოვი“ და მალაიზიის ყოფილი მეფე უკვე დაშორდნენ!
- +

28 იანვარი. 2019. 20:35

 

მალაიზიის ყოფილი მეფე მუჰამედ მეხუთე და "მის მოსკოვი 2015" ოკსანა ვოევოდინა დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური პრესა აქვეყნებს.

 

ინსაიდერების ცნობით, წყვილის დაშორების მიზეზი გაუთავებელი კამათი და სხვადასხვა შეხედულება გახდა.

 

„მის მოსკოვი 2015" მუჰამედ მეხუთეზე ორი თვის წინ გათხოვდა. მათ დახურული ქორწილი გადაიხადეს, სადაც ალკოჰოლის მიღება აკრძალული იყო.

 

49 წლის მეფეზე გათხოვილმა 25 წლის მოდელმა რელიგიაც შეიცვალა, ისლამი მიიღო და სახელი რიჰანა დაირქვა.

 

მუჰამედ მეხუთე კი ტახტიდან გადადგა და მალაიზიამ აირჩია ახალი მეფე სულთანი ტენგკუ აბდული, რომელიც მოვალეობის შესრულებას 31 იანვარს შეუდგა.

 

თავად წყვილი დაშორების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. ბოლო ფოტო მოდელმა ინსტაგრამზე ოთხი დღის წინ გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე პოზირებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი