logo_geo
ია სუხიტაშვილი: წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს - შევცვლიდი მხოლოდ ერთ ეპიზოდს...
- +

25 თებერვალი. 2017. 01:03



პირველი კოცნა განსაკუთრებით რომანტიული და დასამახსოვრებელია მეტნაკლებად ყველა ადამიანის ცხოვრებაში. ეს ზოგჯერ სკვერში ხდება, ზოგჯერ სანთლების შუქზე, ხანდახან ლამპიონებით განათებულ წვიმიან ქუჩაში, ია სუხიტაშვილს კი პირველი კოცნა ძალიან განსხვავებულ სიტუაციაში ჰქონდა. ეს მოხდა პირდაპირ სცენაზე, სადიპლომო სპექტაკლის დროს. გაეცანით ბლიც-ინტერვიუს, შეიტყვეთ ეს და სხვა ბევრი საინტერესო რამ იას შესახებ.


სახელი და გვარი: ია სუხიტაშვილი.


მე ვარ: თბილი, ყურადღებიანი ადამიანი.

 

უარყოფითი თვისებები: ზედმეტი მოთმინების უნარი, ძალიან დამთმობი ვარ.

 

ჰოროსკოპი: ქალწული.

 

საყვარელი ფერი: თეთრი.


საყვარელი დესერტი: ტირამისუ.


მაღიზიანებს: უზრდელობა.


მიყვარს: ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე და კარგი ხასიათი.

 

ჩემი დევიზია: იყავი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და პროფესიიდან გამომდინარე განვითარდი ყოველ ჯერზე.

 

წარსულში დაბრუნება რომ შემეძლოს: შევცვლიდი მხოლოდ ერთ ეპიზოდს ჩემს ცხოვრებაში.


3 სურვილი, რომ მქონდეს: 5 მილიონ ევროს ვისურვებდი.


ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანია: ჩემი შვილი.

 

საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ წარმომიდგენია: სიფრიფანადა ისევ ახალგაზრდა (იცინის). მშვენიერი ვიქნები 10 წლის მერეც, ნუ ასე მინდა, იყოს.

 

ბოლოს წავიკითხე: ნაირა გელაშვილის ახალი რომანების კრებული.


ის, რაც არ მქონდა და მინდა, ჩემს შვილს ჰქონდეს: არის ჭეშმარიტად გვერდში მდგომი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას გაიტანს ამაყად და მხნედ.


არ ვიცი და მინდა ვიცოდე: იტალიური ენა.


გულს მტკენს: უსამართლობა. უყურადღებობა.

 

ჩემი სისუსტეა: შოპინგი.

 

პირველი ხელფასი: იყო 75 ლარი, სტიპენდიაც კი მეტი მქონდა, 150 ლარი და მთელი ჯგუფი ჩემს სტიპენდიას ელოდებოდა. პირველი დიდი ჰონორარი 2002 წელს 1000$ იყო და ოჯახი ავავსე (იღიმის) თან ახალი წელი მოდიოდა.


პირველი კოცნა: მქონდა სადიპლომო სპექტაკლში სცენაზე.


ოცნების სახლი: მცხეთაში, ბელატაჟზე, დიდი ფანჯრებით და მყუდროდ მოწყობილი, ჩემებთან ერთად, ერთ ჭერქვეშ...


ნივთი, რომელსაც მუდამ თან ვატარებ: ჯვარი, სულ მიკეთია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი