logo_geo
ანუკი არეშიძე: ვტიროდი, ვნერვიულობდი, მილანში წავედი და თავს ამის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი...
- +

21 ივნისი. 2020. 20:15

 

 

ცნობილმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ აღიარა, რომ ფსიქოთერაპიაზე იარა. რა გახდა ამის მიზეზი და რატომ იყო ცუდად, ანუკი არეშიძემ მარი ნაკანთან ისაუბრა.

 

თბილისის მერის კახა კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ფოტოგრაფ მარი ნაკანის „instagram ლაივში“ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე ისაუბრა, რომელიც ქალების უმეტესობას აწუხებს. ანუკი არეშიძის თქმით, არასდროს ამბობს რა სწყინს, გულში იგროვებს წყენას და ამის გამო ფსიქოთერაპიაზეც კი იარა.

 

„მეოთხე ბავშვის მერე ალბათ ბევრ ქალბატონს ჰქონია მშობიარობის შემდგომი სტრესი, ოღონდ ეს როგორი სტრესი იყო, იცით? ვერ აგიხსნით. ყველაფერზე ვტიროდი, ვნერვიულობდი. ბავშვს ერთი ღამე ძიძასთან არ დაუძინია. მოხდა ისე, რომ მილანში წავედი და თავს ამის გამო დამნაშავედ ვგრძნობდი. მე სადაც ვიმშობიარე, ეს იყო მარიამ ღვთისმშობლის სამშობიარო და იქ იყვნენ მონაზვნები და მაკვირდებოდნენ, ბავშვს არ ვატანდი არავის. რომ ჩამოვედი, ჩემმა მეგობარმა მითხრა, ფსიქოთერაპიაზე მევლო და ამან ძალიან მიშველა, სამ თვეში გავმაგრდი“, – ამბობს დიზაინერი.

 

მისი თქმით, სტრესი ძალიან მოქმედებს ქალებზე. ფსიქოთერაპევტმა ურჩია, რომ წყენა არ დაიგროვოს, რადგან 40 წლის ასაკიდან რა დაავადებებიც ქალებს უჩნდებათ, ყველაფერი ეს არის დაგროვილი წყენები, ნერვიულობა და სტრესი.

 

„ეს ყველაფერი უნდა გამოვუშვათ და ვეცადოთ ყოველთვის, რომ ვიყოთ ლამაზად, ჩვენი თავი მოგვწონდეს, მუდამ გავცეთ დადებითი ენერგია და ის მუდამ უკან ბრუნდება“, – განაცხადა ანუკი არეშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი