logo_geo
„სოფლელ ბიჭთან არ გინდა?“ – ნახეთ, რა მიმოწერას აქვეყნებს მაია ასათიანი
- +

8 ივლისი. 2020. 13:45

 

 

ცნობილმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „ინბოქსში“ მისული მინაწერები გამოაქვეყნა.

 

პოპულარულ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქვს, ყოველთვის ჰქონდა, გათხოვებას არ აპირებს და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არ აპირებს.

 

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

 

 

მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს. მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული.

 

კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ანონიმურად დატოვებული ადამიანი ტელეწამყვანს ეკითხება, თუ დაიწყებს ურთიერთობას სოფლელთან. ასათიანი, როგორც ჩანს, შეტყობინებამ ძალიან გაახალისა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი