logo_geo
ნინა სიბლატმა ქმარს თანაცხოვრების 7 წელი მოკრძალებულად მიულოცა
- +

16 ოქტომბერი. 2020. 18:14

 

 

მუსიკოსების - ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში „ბეიბი-ბუმი“ დაიწყო. პოპულარული არტისტები მშობლები გახდნენ. 7- წლიანი ურთიერთობა ალექსანდრეს დაბადებით დააგვირგვინეს. ნინა სუბლატმა ეს ბედნიერება რამდენიმე თვის წინ გაამხილა. მომღერალს ფეხმძიმობა განსაკუთრებულად უხდებოდა, ახლა კი, დედობა ამშვენებს.

 

ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის მზადაა. მას შვილის აღზრდაში მზრუნველი მეუღლე ეხმარება. მის თითოეული ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი.

 

ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს, დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით.

 

25 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატის რჩეული ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაურია. ისინი ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი