logo_geo
ჯორჯ კლუნიმ 14 უახლოეს მეგობარს მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა
- +

19 ნოემბერი. 2020. 12:51

 

 

59 წლის მსახიობი ჯორჯ კლუნი გამოცემა „GQ“-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა, თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც მისი საჩუქარი იყო, რომელიც მან 2013 წელს 14 საუკეთესო მეგობარს აჩუქა. კლუნმა უახლოეს მეგობრებს მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა.

 

„უბრალოდ, ვიფიქრე, რომ შეიძლება ქუჩაში ავტობუსი დამჯახებოდა, ისინი ანდერძით მაინც მიიღებდნენ ჩემგან გარკვეულ ქონებას. ამიტომ რა საჭირო იყო, ავტობუსის დარტყმას დავლოდებოდი. ისინი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც 35 წლის განმავლობაში მუდამ მხარში მედგნენ“, – აცხადებს კლუნი.

 

კლუნის საუკეთესო მეგობარმა, რენდი გერბერმა განაცხადა, რომ მსახიობმა ყველა მეგობარი ვახშმად მიიწვია და თითოეულ მათგანს ჩემოდანი გადასცა 1 მილიონი დოლარით.

 

როგორც კლუნი აღნიშნავს, იმ დროისათვის მას არც ცოლი და არც შვილები ჰყავდა და არ ეგონა, თუკი ოდესმე ოჯახს შექმნიდა.

 

 

big_banner
არქივი