logo_geo
თამრიკო ჭოხონელიძე: ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს
- +

6 დეკემბერი. 2020. 01:40

 

 

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ლელა წურწუმიას გადაცემაში ეწვია, სადაც თავის პირადზე, ქმართან დაბრუნებაზე გულახდილად ისაუბრა:

 

„ვინ დაბრუნდა, მოდი, ასე ვიკითხოთ. აქ არ იყო დაბრუნებაზე. ჩვენი გზები გაიყო. მერე კი თავისთავად მოხდა, რომ რაღაც პერიოდის მერე მე დავიბრუნე ჩემი თავი. ზუსტად ის ადამიანი ვარ, როგორიც ხალხმა შემიყვარა. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებდი. მივხვდი, რომ ჩემში ქალი დაბრუნდა. არ ვიცი, გიამ რა დაინახა. რადგან ჩემში ეს ყველაფერი დაბრუნდა, მომეცა ასპარეზი, რომ სწორად გადამეხარშა ბევრი რამ. მივხვდი, რომ ეს ადამიანი ჩემთვის არ არის ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანი და ეს თავისთავად მოხდა, ნელ-ნელა დავუბრუნდით ერთმანეთს. იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა და გავაწბილო, ვინც ამ სისულელეს ფიქრობს და სხვათა შორის წერს, ასე როგორ უნდა დაპარატავდე, რომ ამას პოლიტიკას მიაწერდე. რა შუაშია პოლიტიკა საერთოდ? სირცხვილია.

 

ალბათ, გული დასწყდებათ იმაზე, მაგრამ ვიტყვი, რომ მე და გია ბევრად ადრე დავუბრუნდით ერთმანეთს, ვიდრე პოლიტიკური შეხედულებებით დავახლოვდებოდით“, - განაცხადა ჭოხონელიძემ.

 

 

big_banner
არქივი