სტერეოტიპების დასამსხვრევად უნდა ვთქვათ, რომ თანამედროვე მოდა მხოლოდ ახალგაზრდა, 20-იანი წლების გოგონებისთვის არ იქმნება. არსებობს არაერთი ტიპის სამოსი, რომელთა პოვნა მოლებში მარტივად შეიძლება და რომელიც ნებისმიერი ასაკის ქალს მოუხდება.
სტატიაში შემოგთავაზებთ 14 სამოსს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოდა ყველასთვისაა. თქვენ მხოლოდ ტანსაცმლის სწორად შერჩევა უნდა შეძლოთ!
პიჯაკები ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება 20-იან, 30-იან თუ 40-იან ასაკში. მოდის სახლები დღეს კლასიკური, საოფისე პიჯაკის გარდა ორიგინალური ჭრილების მქონეებსაც გვთავაზობენ, რომელთა ჩაცმა სპორტულ ფეხსაცმელთანაც შესაძლებელია.
მოსაცმელები, გრძელი სვიტერები და პონჩოები ე.წ. კაფსულის გარდერობის განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ ისინი ნებისმიერ ლუქს უხდება (სერიოზულს, რომანტიკულს თუ ყოველდღიურს), ყველა ასაკის ქალისთვის მოდურ სამოსად მიიჩნევა.
კლასიკური პერანგი თითქოს ახალ ხასიათს სძენს ლუქს. მისი წყალობით, 40 წელს გადაცილებული ქალიც კი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. პერანგის შეხამება ბევრ რამესთან შეიძლება და საშუალება გეძლევათ, ააწყოთ როგორც ბიზნესის სტილის, ასევე მეგობრებთან შესახვედრი, ყოველდღიური ლუქი.
კუბოკრული პერანგი ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. ასეთი პერანგები უამრავ ფერშია წარმოდგენილი, რაც მის შეხამებას სხვადასხვა სამოსთან აიოლებს.
კიდევ ხომ არ ფიქრობთ, რომ სამოსის ეს სტილი მხოლოდ 25-დან 30 წლამდე ქალბატონებს შეეფერებათ? გარდა იმისა, რომ კომფორტულია, ეს სტილი მოდურიც არის და ექსპერიმენტალური ლუქებისთვის 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებსაც თამამად შეუძლიათ მისი გამოყენება.
ასე თუ ისე, რთულია ელეგანტური ქუდის შეხამება სამოსთან. თუმცა, სწორად არჩეული აქსესუარები თქვენს ლუქს დამატებით მიმზიდველობას და შარმს სძენს იმის მიუხედავად, თუ რამდენი წლის ბრძანდებით.
უკვე მრავალი წელია, ჯინსის ქურთუკი ტრენდულია. მისი ჩაცმა ყოველდღიურად შეგიძლიათ და კაბასთანაც კი მოსახერხებელია. გარდა ამისა, 40 წელს გადაცილებულ ქალებს ჯინსის ქურთუკი აახალგაზრდავებს.
დღესდღეობით კომბინიზონი ძალიან პოპულარულია. სწორად არჩევის შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს ის ასაკს არ შეჰმატებს, ხანში შესულს კი უფრო ახალგაზრდად წარმოაჩენს.
სწორად შერჩეული შარფი ნებისმიერ ლუქს ფერად აქცენტს შეჰმატებს. ფერადი შარფები (თუმცა, არა - მყვირალა) ყველა ასაკის ქალს მოუხდება და მთლიან ლუქს შარმს შესძენს.
განსაკუთრებული შემთხვევებისთვის სწორად შერჩეულ ზედასთან ჩაცმული თეთრი შარვალი კარგი არჩევანია. ის ყველა ასაკის ქალს უხდება.
50 წელს გადაცილებული ქალების უმეტესობა მზად არ არის მოტკეცილი კაბების ჩასაცმელად. ასეთ ვარიანტში ქამრიანი კაბა კარგი არჩევანია. ის წელს გამოგიკვეთავთ და ელეგანტურიც გამოჩნდებით.
დღეს ასეთი მანტო პოპულარობის პიკზეა. მისი ჩაცმა როგორც სპორტულ ფეხსაცმელთან, ასევე ჩექმებთან და "ბალეტკებთანაც" შესაძლებელია. კლასიკური მანტო 40 წელს გადაცილებულ ქალებს აახალგაზრდავებს და მათ ლუქს დამატებით შარმს სძენს. ამასთანავე, ის ახალგაზრდა გოგონებსაც უხდება.
ასეთი სტილის ზედა ნებისმიერი ასაკის ქალს უხდება. მთავარია, ზედის სწორი ფერი და შესაფერისი შარვალი შეარჩიოთ.
ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სტილი მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ, თუმცა, სინამდვილეში პერანგისებური კაბა ნებისმიერი ასაკის ქალს ელეგანტურს ხდის. მთავარია, სწორი მოდელი და კაბის შესაფერისი სიგრძე აარჩიოთ.