logo_geo
შორენა ბეგაშვილი: მამაჩემმა სმა დაიწყო ნერვიულობისგან, ყოველ დილით მინდორში ვხედავდი, მწყემსი იყო
- +

6 დეკემბერი. 2020. 16:49

 

 

მსახიობი და ტელეწამყვანი, შორენა ბეგაშვილი გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მისი წარსულიდან მონაკვეთებს იხსენებს და ამბობს:

 

„გავთხოვდი 16 წლის ასაკში და 19 წლის უკვე დედა ვიყავი.

ჩვენი ბინის უკან აღარ იდგა არანაირი სახლი და იყო საძოვრები.

ყოველ დილით მამაჩემს, სადღაც შორს მინდორში ვხედავდი, რადგან მწყემსი იყო. მამამ ნერვიულობისგან სმა დაიწყო და ღვიძლი დაეშალა. ჯართს ვაგროვებდი და ბოთლებს ვაბარებდი. ამ პერიოდში მთელი ფეხსაცმელი არავის არ ჰქონდა. კაბა არასდროს არ მეცვა, დედაჩემის მეგობარი თავისი ბიჭის ტანსაცმელს მიგზავნიდა. 13 წლის ასაკში მე და ჩემი მეგობარი 11 წლით უფროსმა ბიჭმა მოგვიტაცა. ხელი ისე ჰქონდათ პირზე აფარებული, ლამის ხელებში ჩავაკვდი და ამის მერე დამეწყო კლაუსტროფობია. ცოლის მოყვანა აღნიშნეს, დათვრნენ და დაიძინეს. დილის 4საათზე გამოვიპარე ოთახიდან, გადმოვძვერი ღობეზე და წამოვედი ტყიდან“, -  ამბობს შორენა ბეგაშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი