logo_geo
ვერა ბრეჟნევა ქმარს დუბაიში გაექცა
- +

4 აპრილი. 2017. 21:02


 

ვერა ბრეჟნევას ძალიან უყვარს არდადეგების ოჯახთან ერთად გატარება, ამიტომ შვებულებისას თან ნათესავებიც მიჰყავს.


გასულ დღეებში მომღერალი დუბაიში გაფრინდა, სადაც კომპანიონობა ქალიშვილებმა, სონიამ და სარამ, დედამ თამარა ბრეჟნევამ და ახლო მეგობარმა გაუწიეს.


ჩაფრენისთანავე, მომღერალმა  instagram-ზე ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ის თანმხლებ ადამიანებთან ერთადაა. კადრში კარგად ჩანს, რომ ბრეჟნევას უფროსი ქალიშვილი დედას უკვე სიმაღლეშიც უსწრებს. თაყვანისმცემლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ვერა და სონია ერთნაირად იმოსებიან.


აღსანიშნავია ასევე, რომ კონსტანტინე მელაძე ცოლთან ერთად დასასვენებლად არ იმყოფება, რამაც სოციალურ ქსელში აღელვება გამოიწვია. როგორც ამბობენ კონსტანტინესა და ვერას ქორწინებაში ბზარი გაჩნდა.


თავად ვერა, მსგავს სიახლეებზე არ რეაგირებს და მიიჩნევს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.


 

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი