logo_geo
მიშა ანდღულაძე ცოლს გაშორდა და წიგნს წერს
- +

18 დეკემბერი. 2020. 23:01

 

 

 

იუმორისტი მიშა ანდღულაძე, როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ამბობს, წიგნზე მუშაობს. ის მეუღლეს გაშორდა და ახლა სწორედ წიგნზე მუშაობით არის დაკავებული.

 

 

მიშა ანდღულაძე:

 

-- ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული.

 

-- მზად ხარ გამოხმაურებისთვის?

 

რაც უფრო მეტი ქვა და ტალახი მომხვდება მე, წიგნისთვის უკეთესია. ფიზიკური სხეულისთვის ქვების სროლა ძნელი ასატანი იქნება, სამაგიეროდ, წიგნს წაადგება და უფრო მეტი ადამიანი წაიკითხავს. რა თქმა უნდა, წამოვა ბრალდებები, რომ დედაეკლესიაზე შეტევა ხორციელდება. მინდა, ადამიანებმა გულწრფელობა ისწავლონ. იმედია, საპატრიარქო ანათემას არ გადამცემს…“

 

 

მიშა ანდღულაძე ამავე ინტერვიუში „სარკესთან“ საუბრობს მეუღლესთან გაშორებაზეც და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილ ცოლთან ერთად მიიღო და ახლა მხოლოდ ერთი მიზეზით ერთიანდებიან, 12 წლის შვილის გარშემო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი