logo_geo
გიორგი გასვიანს ცოლი მოჰყავს - ვინაა მისი რჩეული?
- +

31 დეკემბერი. 2020. 11:54

 

 

სიახლე სტუდიაში! - ასე წარადგინა გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ 19 წლის მარიტა მელიქიშვილი და მაყურებელს საიდუმლოც გაანდო.

 

მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანს ცოლი მოჰყვას:

 

„ჩემს პირადზე კამერების წინ არასდროს მისაუბრია და სიმართლე გითხრათ, ახლა ვღელავ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ეს ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა მარიტა გახლავთ“, - ამბობს გიორგი.

 

მარიტამ მაყურებელს გიორგის გაცნობის ამბავი უამბო და აღიარა, რომ მსახიობს ჯერ კიდევ მანამდე ეტრფოდა, სანამ პირადად შეხვდებოდა:

 

„გიორგი შორიდან ყოველთვის მომწონდა. ბათუმში კონცერტზე გავიცანი, სადაც დაახლოებით, 20 წუთი გავატარეთ ერთად, თუმცა ეს დრო გრძნობების გასაჩენად საკმარისი აღოჩნდა. მართლა ძალიან მიყვარს. მის გვერდით წარმომიდგენია მთელი ჩემი ცხოვრება.“

 

გიორგი: ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის გამოიცვლება სამყარო... ჯვრისწერაზე ყველას პირბადეებით გელოდებით.

 

„პრაიმშოუ“ ეთერში 30 დეკემბერს გავიდა, თუმცა გადაცემა რამდენიმე დღით ადრე ჩაიწერა. როგორც ჟურნალისტ მაკა რაზმაძის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ვხედავთ, სამეგობრომ გადაცემას ერთად უყურა და მილოცვებიც დაიწყო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი