logo_geo
როგორ აცდუნა ცოლიანი პიტი ანჯელინა
- +

1 იანვარი. 2021. 00:55

 

 

ბრედ პიტი, რომ ყველა ქალისთვის სასურველი მამაკაცია, ამაზე არ ვიკამათოთ. ცოლიან კაცთან რომანი, რომ კარგად არ მთავრდება ესეც ყველამ ვიცით..

 

როგორც ჩანს, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა ანჯელინასთვის, როდესაც ჯენიფერის ქმარს დაადგა თვალი. ყველაფერი კი ფილმის „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებიდან დაწყებულა...

 

ყველას კარგად ახსოვს „მისტერ და მისის სმიტების“ სექსუალური სცენები, სადაც ჩხუბი და დაძაბულობა სექსუალური ელემენტებითაა გაჯერებული.

 

ასეთი სცენების მერე როგორ გინდა ბრედ პიტზე უარი თქვა?

 

დიახ, ამ ფილმის გადაღებისას პიტი მარტო არ ყოფილა. მისი მეუღლე მსახიობი ჯენიფერ ენისტონი გახლდათ.

 

მიუხედავად პიტის ოჯახური მდგომარეობისა, ხომ ამბობენ „გულს ვერ უბრძანებო“, ხოდა ანჯელინამ გულს ვერ უბრძანა და ბრედ პიტი შეუყვარდა.

 

ანჯელინას პირადმა მცველმა, რომელიც ამ ფილმის გადაღებისას მსახიობის უშუალო ხელქვეითი იყო, გაამხილა, რომ პირველად სწორედ ანჯელინამ დაადგა თვალი სიმპათიურ მსახიობს.

 

როგორც ყოფილი მცველი, მარკ ბეჰარი ამტკიცებს, სწორედ მან გადასცა ბრედ პიტს ანჯელინას სასიყვარულო ბარათი, რომლის შინაარსიც 18+ იყო.

 

თუმცა, მაცდურმა ქალმა, მხოლოდ წერილი როდი იკმარა...

 

ბეჰარი გამოცემა Us Weekly-თან საუბრისას ამბობს, რომ ანჯელინამ ისეთი რამ ჩაიდინა, მთელი გადამღები ჯგუფი გაწითლდა, ხოლო ბრედს საბოლოოდ დაუკარგა ძილი და მოსვენება.

 

„ბრედთან ერთად ლოგინის სცენაში მართლა ბოლომდე გაშიშვლდა. ტანსაცმელთან ერთად შეუმჩნევლად საცვალიც გაიხადა და ეს სცენა ასე ითამაშა“ - აცხადებს მარკ ბეჰარი.

 

საბოლოოდ, ჯოლის მეთოდებმა იმუშავა, სიყვარულისგან თავდავიწყებული ბრედ პიტი ჯენიფერ ენისტონს გაშორდა და ანჯელინაზე იქორწინა.

 

წლების შემდეგ ანჯელინა ბრედს თავად გაეყარა. პიტმა რომანი ჯერ 26 წლის გოგოსთან გააბა, თუმცა მალევე დაშორდა. ახლა პრესაში ჭორები მისი და ჯენის ფარული შეხვედრების შესახებ კვლავ ვრცელდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი