logo_geo
მედია: კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი შორდებიან
- +

6 იანვარი. 2021. 10:33

 

 

ამერიკული რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მუსიკოსი კანიე უესტი 6 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან. ამის შესახებ Page Six წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, მრავალრიცხოვანი წყაროები ადასტურებენ, რომ წყვილის გაყრა გარდაუვალია. კიმ კარდაშიანი უკვე აღარ ატარებს ქორწინების ბეჭედს, რეპერმა კი საახალწლო დღესასწაულები ცალკე, ვაიომინგის სახლში გაატარა.

 

გამოცემის ცნობით, ჭორები ვარსკვლავური წყვილის დაშორების შესახებ მანამდეც ვრცელდებოდა, თუმცა ახლა ყველაფერი სერიოზულადაა.

 

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი 4 შვილს ზრდის. კარდაშიანისთვის ეს მესამე ქორწინებაა.

 

წყარო:

https://imedinews.ge/ge/tabloidi/180296/media-kim-kardashiani-da-kanie-uesti-shordebian

 

 

right_banner big_banner
არქივი