logo_geo
„აი, ასეთი გოგო მიყვარს მე!“- გურამ შეროზია საზოგადოებას შეყვარებულს აცნობს
- +

9 აპრილი. 2017. 21:23



ბლოგერი გურამ შეროზია საზოგადოებას შეყვარებულს აცნობს. ამის შესახებ შეროზია საკუთარ ბლოგზე წერს:


„გაიცანით ხატია ჯოხარიძე

 

ხატია 18 წლის ასაკში დაქორწინდა, მალევე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ გვიანი იყო. გარემო და სტერეოტიპები ასე მარტივად არ პატიობენ შეცდომებს.

 

მძიმე პერიოდი ჰქონდა: ჩააბარა უნივერსიტეტში, სწავლობდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, მუშაობდა, ზრდიდა ბავშვს და თავადაც იზრდებოდა.

 

მიუხედავად არც ისე კომფორტული ცხოვრებისა, მაინც იცლიდა ცეკვისთვის, თამაშობდა თეატრალურ სარდაფში, ხატავდა, წერდა ჩანახატებს.

 

მონდომებამ შედეგიც გამოიღო: ამჟამად აქვს სამსახურიც, პალალელურად არის ილიას უნივერსიტეტის ფსიქოლოგთა კლუბის წევრი, დაამთავრა მაგისტრატურაც წარმატებით, არსებული სამი ენის გარდა ეუფლება თურქულს და ესპანურ ენებს, მოგზაურობს აქტიურად და ცხოვრებით კმაყოფილია.

 

ზაფხულში ავტომანქანის ყიდვას გეგმავს;

 

ითამაშა ავსტრიელ რეჟისორთან ბრეხტის პიესაში გერმანულ ენაზე, მუშაობდა სკოლაში, ბაღში, არასამთავროებში - ფსიქოლოგის პოზიციაზე;

 

საზოგადოების აგრესია, რომელიც ხშირად დასდევს „განათხოვარ" ქალებს, რომლებსაც „ვინ შეხედავს სერიოზულად", „რომელ დედას უნდა თავისი შვილისთვის შვილიანი ქალი" და სხვა მსგავსი მარაზმები - უკვე იმდენად აღარ სტრესავს...

 

P.S. მანამ, სანამ მის განქორწინებულობაზე „დარდში" დროდაკარგული ქალები „სახტად დარჩნენ", ხატია აგერ უკვე მეორედ ქორწინდება, თან არც მეტი, არც ნაკლები - ყველაზე სასურველ ქართველ მამაკაცზე!

 

იცნობდეთ ხატიას!" -წერს შეროზია.


 

big_banner
არქივი