logo_geo
ჯენიფერ ლოპესი: მემილიონედ ვამბობ, არც ბოტოქსი გამიკეთებია და არც ოპერაცია
- +

21 იანვარი. 2021. 21:39

 

 

 

51 წლის პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე სახლის პირობებში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავისი ახლად დაარსებული კოსმეტიკის ბრენდის JLo Beauty სახის ნიღაბს უწევს რეკლამირებას.

 

პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა ინტერნეტმ ომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჯეილოს სახეზე აშკარად ეტყობა ბოტოქსის ინიექციის კვალი.

 

51 წლის პოპვარსკვლავმა, ჯენიფერ ლოპესმა ინსტაგრამზე სახლის პირობებში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც თავისი ახლად დაარსებული კოსმეტიკის ბრენდის JLo Beauty სახის ნიღაბს უწევს რეკლამირებას. პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა აღნიშნა, რომ ჯეილოს სახეზე აშკარად ეტყობა ბოტოქსის ინიექციის კვალი.

 

"ლაპარაკის ან გამომეტყველების მიღების დროს წარბები და შუბლი საერთოდ არ გიმოძრავებთ. ეჭვგარეშეა, ბოტოქსი გაქვთ გაკეთებული, თანაც ბევრი. ამაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, აღვნიშნე", - დაწერა ინსტაგრამის მომხმარებელმა.

 

https://www.instagram.com/tv/CKFecOZpEeL/?utm_source=ig_web_copy_link

 

მას შემდეგ, რაც ამ სიტყვების ავტორს ათობით ინტერნეტმომხმარებელი დაეთანხმა, ჯეილომ საკუთარ პოსტზე თავადაც დააკომენტარა:

 

"ეს ჩემი ბუნებრივი სახეა. უკვე მემილიონედ ვამბობ - არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი, სხვა რაიმე ინიექცია ან ქირურგიული ოპერაცია. გამოსცადე JLo Beauty-ს პროდუქცია და იგრძენი თავი ლამაზად შენსავე კანში. JLo Beauty-ს კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ - ეცადეთ, უფრო პოზიტიურად გაატაროთ დრო და ნუ გაფლანგავთ მას იმის მცდელობაში, რომ სხვები დაამციროთ. ეს ყველაფერი ასევე დაგეხმარებათ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაში", - დაწერა არტისტმა.

 

 

ჯენიფერ ლოპესს წარსულშიც უსაუბრია, რომ უპირატესობას თავის მოვლის ბუნებრივ საშუალებებს ანიჭებს და ახალგაზრდა კანის შესანარჩუნებლად ინიექციებისთვის არასდროს მიუმართავს.

 

"ბოტოქსი დღემდე არ გამიკეთებია. იმ ადამიანების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომლებიც მას იკეთებენ, უბრალოდ, მე კანის მოვლის უფრო ბუნებრივ საშუალებებს ვანიჭებ უპირატესობას. არ ვამბობ, რომ ბოტოქსს არასდროს გავიკეთებ, მაგრამ ჯერჯერობით არ დამჭირვებია", - ამბობდა მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი