logo_geo
რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ გაიმართება
- +

22 იანვარი. 2021. 02:52

 

რიო დე ჟანეიროს მერმა, ედუარდუ პაესმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში ტრადიციული კარნავალის გამართვა შეუძლებელი იქნება.

 

ედუარდუ პაესმა აღნიშნა, რომ მას ესმის ის ეკონომიკური და კულტურული სარგებელი, რომელიც კარნავალს ქალაქისთვის მოაქვს, თუმცა მისი ჩატარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

 

„ამ ეტაპზე აზრი არ აქვს ფიქრს იმის თაობაზე, რომ კარნავალის ჩატარებას შევძლებთ. მინდა მოგახსენოთ, რომ კარნავალი 2021 წელს არ გვექნება“, - აღნიშნა რიო დე ჟანეიროს მერმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი