logo_geo
დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ
- +

24 იანვარი. 2021. 13:07

 

 

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის მეუღლეს მელანია ტრამპს თეთრ სახლში ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ. ინფორმაციას „mirror“ ავრცელებს.

 

წყვილმა მედიას არაერთი უხერხული მომენტით დაამახსოვრა თავი.

 

წყარომ გასულ კვირას CNN-ს განუცხადა, რომ მელანიას დიდ საძინებელ ოთახში ეძინა, რომელიც ზოგადად პრეზიდენტისა და მისი მეუღლისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ტრამპს - პირად საძინებელში.

 

„დონალდ ტრამპს ეძინა საკუთარ საძინებელში, რომელიც სხვა ადმინისტრაციების დროს სამუშაო ოთახი იყო“, – ამბობს წყარო.

 

სტეფანი უინსტონ ვოლკოფი, მელანიას ყოფილი ახლო მეგობარი და წიგნის „მელანია და მე“ ავტორი ამბობს, რომ ტრამპს და მელანიას ცალ-ცალე ეძინათ და ეს იყო „ტრანსაქციული ქორწინება“.

 

„მე მჯერა, რომ ეს არის ტრანსაქციული ქორწინება“,- განუცხადა სტეფანიმ გასული წლის სექტემბერში BBC-ის.

 

განმარტებისთვის, ტრანსაქციულია შეთანხმება, რომელსაც თან სდევს ურთიერთდათმობები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი