logo_geo
ცნობილი მოდელი მაწანწალად იქცა და ქუჩაში ცხოვრობს
- +

24 იანვარი. 2021. 20:30

 

ამბობენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება. თუმცა ცნობილი მოდელის ლონი უილსონის ამბავი სავსებით რეალურია. ის თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ცხოვრება რადიკალურად შეიცვალოს და გუშინდელი ვარსკვლავი დღეს ქუჩაში აღმოჩნდეს. სწორედ ასე დაემართა მსახიობ ჯერემ ჯექსონის ყოფილ მეუღლეს, ცნობილ მოდელს ლონი უილსონს. უიღბლო ქორწინების შემდეგ ალკოჰოლისა და აკრძალული ნივთიერებების მოხმარების გამო ლონი პირველად ქუჩაში 2018 წელს აღმოაჩინეს. თავიდან ყველამ შეიცხადა - საზოგადოება ღელავდა, მეგობრები კი თავს იმართლებდნენ, რომ მისი დახმარება სცადეს და მკურნალობის დაწყება ურჩიეს. თუმცა ყოფილმა მოდელმა კატეგორიული უარი თქვა ამაზე და ქუჩაში მაწაწალასავით ცხოვრება არჩია.

ახლახან პაპარაცებმა კვლავ იპოვეს იგი - ლონი ნაგვის ურნაში იქექებოდა და ბინძურად ეცვა. მას ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვს არამარტო ქმართან, რომელმაც ნარკოტიკებს შეაჩვია და სცემდა, არამედ მეგობრებთანაც.

mshoblebi


ჯერ კიდევ 2018 წელს მან ჟურნალისტებს განუცხადა: "ჯერემის არ ველაპარაკები, არც მეგობრებთან საუბარი მინდა. ყველაფერი რიგზე მაქვს, არ მინდა ვინმე მეხმარებოდეს. დამოუკიდებლად ცხოვრებაც შემიძლია. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. არავინ ერევა ჩემს საქმეებში და მეც არავინ მაინტერესებს."

mshoblebi


ცნობილია, რომ ლონი თავის დროზე სამსახურიდან დაითხოვეს. ერთ დროს ის ლოს-ანჯელესის კოსმეტიკური ქირურგიის ცენტრთან თანამშრომლობდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ბინის პრობლემები შეექმნა.
თავიდან მეგობრებთან ცხოვრობდა. შემდეგ იაფფასიან სასტუმროში გადაბარგდა. მალე კი ღია ცის ქვეშ ყოველგვარი

 

საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.
ამბობს, რომ ცხოვრებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა ქუჩაში ყოფნას ბევრი უსიამოვნება ახლავს. ის ბევრჯერ გაქურდეს და არამარტო ღამის საათებში. გაირკვა, რომ მთელი წლის განმავლობაში არ უბანავია, რადგან გადაწყვიტა, მაქსიმალურად ბინძური იყოს, რომ გაძარცვის მიზნითაც არავინ მიეკაროს.

mshoblebi


ყველაფერ ამის ფონზე ყოფილ მოდელს ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა. მან ჟურნალისტებს უამბო, როგორ ეჩვენებოდა, თითქოს მთელს სხეულში დენი დენი ურტყამდა. მაშინ მიხვდა, რომ ახლობლებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 
რაც შეეხება მის ქმარს, ნარკოტიკებისთვის, ცოლის ცემისა და მისი განარკომანებისთვის სასჯელი მოიხადა. აღარც კინოში იღებენ, თუმცა მაინც უკეთესი ცხოვრება აქვს - თავისუფალია და ფიტნეს ინტრუქტორად მუშაობს. ლონი ამ დრომდე ქმრის შესახებ დუმს და არცერთ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

 

https://www.mshoblebi.ge/kaleidoskopi/20082-cnobili-modeli-matsantsalad-iqca-da-quchashi-ckhovrobs-sazogadoeba-ver-ijerebda-rom-am-fotoebze-is-iyo-asakhuli.html

 

 

big_banner
არქივი