logo_geo
მომღერალი თიკა ჯამბურია ოცი წლის იყო, როდესაც შვილი შეეძინა და ძალიან მალე, მეუღლეს ბექა ხოფერიას ოფიციალურად დაშორდა.
- +

26 იანვარი. 2021. 11:29

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ დეპრესია შვილისთვის არასოდეს დაუნახებია.

 

ოჯახის წევრები და ბექას დედა კი ნინას გაზრდაში ყოველთვის ეხმარებოდნენ… – ამის შესახებ mshoblebi.ge წერს.

 

„20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში ნინა დაიბადა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი – 40 წლის ასაკშიც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი.

 

ძალიან მინდოდა, გოგონა გამეჩინა. ჩემს წარმოდგენაში მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ გოგო შვილი მყავდა. გამიხარდა, რომ დაემთხვა და გაჩნდა ნინა. ხომ გეუბნებით, თითქოს ვიცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო“,- განაცხადა ჯამბურიამ.

 

კითხვაზე, რთული იყო თუ არა მარტოხელა დედობა, ჯამბურია პასუხობს:

 

„არ მომწონს ეგ სტატუსი – მარტოხელა დედა, ამას ჩემს თავს ვერ ვუწოდებ, ამის უფლება არ მაქვს, რადგან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით. არიან ქალები, რომლებიც მართლა მარტო ზრდიან შვილებს და გვერდით არავინ ჰყავთ, მაგრამ მე – არა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბექა ერთად აღარ ვცხოვრობდით, ბექას დედაც ძალიან გვეხმარებოდა. ბექა ახლა უფრო ასრულებს მამობრივ ფუნქციებს, რაც ნინა გაიზარდა. ახლა უფრო ხშირი ურთიერთობა აქვთ. მე სულ ვიღაც მყავდა გვერდით, დედა, ჩემი და, ხათუნა, მამა, ერთი წამით არ ვყოფილვარ მარტო.

 

იმ დედებს კი, რომლებიც მარტო დარჩნენ, ვეტყოდი, რომ არ უნდა მისცენ საკუთარ თავს დეპრესიის უფლება იმის გამო, რომ მარტო არიან ან გვერდით მეუღლე არ ჰყავთ. სამაგიეროდ, ჰყავთ შვილები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც სამყარომ აჩუქათ. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ბავშვებმა მათი მოწყენილი სახე არ დაინახონ, რადგან ეს ძალიან მოქმედებს მათზე“,- განაცხადა ჯამბურიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი