logo_geo
ინდირა ჯგერენაია: ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არაფერში მჭირდება, მისი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები
- +

26 იანვარი. 2021. 12:11

 

მომღერალმა ინდირა ჯგერენაიამ „ფარულ კოვერტში“ სტუმრობისას ის პერიოდი გაიხსენა, როცა მუსიკალურ კონკურში „Voice“–ში გამოდიოდა.

 

მომღერალმა ნინო ჩხეიძესთან დაპირისპირების მიზეზებზეც ისაუბრა.

 

„მე არ მქონდა ჩემი თავისუფალი არჩევნის გაკეთების საშუალება. ბრმა ქასთინგებისას სხვა მენტორთან ადგილები არ იყო და მითხრეს, რომ უნდა ამერჩია კონკრეტული მენტორი - ნინო ჩხეიძე. არჩევანი არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მენტორი შემობრუნდა.

 

კონკურსის განმავლობაში, ყოველ დილის 6 საათზე ვიღვიძებდი ქუთაისში, მოვდიოდი თბილისში რეპეტიციაზე და საღამოს ვბრუნდებოდი უკან, რადგან ვმუშაობდი რესტორანში. განხილვა წავიდა იმაზე, რომ საღამოობით ჩვენთან ერთად „ტუსოკვებზე“ რატომ არ დადისო. რა „მეტუსოვკებოდა“? სამსახურში დავდიოდი და კონკურსზე გამოვდიოდი. რაღაც კარაოკეზე უნდა ჩამეხლიჩა ყელი?

 

არ შეიძლება მომღერალს ამღერო გაუხურებელი ყელით მაღალი ბგერა. ნინომ დაიხვია ენაზე, რომ ინდირა სცენაზე გასვლის წინ სვამდა. ცხელ ჩაიში რომ შეურევ კონიაკს, ყელი რომ გაგიხსნას და იმღერო, ეს გახადა სალაპარაკო.  დაელია ჩემს მაგივრად და ემღერა.

 

მე ვიცოდი, რომ რინგიდან წავიდოდი.

 

ნინო ჩხეიძის აწეული რეიტინგი არაფერში მჭირდება. მისი წონა ნოტი მაქვს ნაქსეროქსები“, - განაცხადა ინდირა ჯგერენაიამ.

 

 

big_banner
არქივი