logo_geo
მსახიობი არმი ჰამერი კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი
- +

30 იანვარი. 2021. 11:50

 

ჰოლივუდის მსახიობი არმი ჰამერი, რომელიც კანიბალიზმშია ეჭვმიტანილი, Paramount Plus-ის მინისერიალში აღარ ითამაშებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

 

საუბარია 10-ეპიზოდიან სერიალზე, რომელიც საკულტო ფილმ „ნათლიმამის“ შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. სერიალში ჰამერს „ნათლიმამის“ პროდიუსერის, ელ რადის როლი უნდა ეთამაშა. მსახიობი ასევე გამოეთიშა რომანტიკული კომედიის „ქორწილი თოფით“ გადაღებებს, სადაც მისი პარტნიორი ჯენიფერ ლოპესი უნდა ყოფილიყო.

 

არმი ჰამერს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც სოციალურ ქსელებში უცნობ გოგონასთან მისი მიმოწერა გავრცელდა. მსახიობი გოგონას წერს, რომ 100%-ით კანიბალია და მისი შეჭმა სურს.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/184094/msakhiobi-armi-hameri-kanibalizmshia-echvmitanili

 

 

big_banner
არქივი