logo_geo
„The Mirror“: დონალდისა და მელანიას ურთიერთობა გაცივდა
- +

13 თებერვალი. 2021. 10:42

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პირველი ლედის ურთიერთობა საგრძნობლად გაცივდა. ამის შესახებ გამოცემა „The Mirror“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მელანია ტრამპი ფლორიდაში ძირითად დროს სპა-პროცედურებს უთმობს, დიდ დროს ატარებს მშობლებთან, რომლებიც ქალაქგარე კლუბის ნომერში ცხოვრობენ და ქმარს მხოლოდ ვახშამზე ხვდება.

 

ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით 6 იანვრის მოვლენების შემდეგ დაიძაბა. „The Mirror“-ის ცნობით, კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის გამო პირველი ლედი შოკირებული იყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი